ნამდვილად მისასალმებელია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენ უკვე მთლიანად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.
ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის კარგია, რომ მომდევნო პარლამენტი იქნება შემდგარი ბევრი პოლიტიკური პარტიისგან. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ნამდვილად მისასალმებელია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენ უკვე მთლიანად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰქონდა მხარდაჭერა ადამიანების მხრიდან, ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თავი პარლამენტში წარმოაჩინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










