fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძე მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს აფრთხილებს

11:10 February 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით.

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ.

ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ მათ, არ დავაჯარომოთ, ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. არ არის სწორი ეს მიდგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტო-მასალაც წარადგინა, სადაც ასახულია ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრაგადასასვლელებსა და საავტობუსე ზოლებშია გაჩერებული. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში. შესაბამისად, მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ შემთხვევას, დედა შვილს ეტლით ასეირნებს და ელემენტარულად ზებრა გადასასვლელზე ვერ გადადის, რადგან მანქანები აყენია. ეს ქვეითებისთვის სერიოზული პრობლემაა. შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსე ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ. საპატრულო პოლიციასთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და ეს თემა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია