დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ებრაელ თანამემამულეებს პასექის დღესასწაული მიულოცა.
„თავისუფლების, სიყვარულის, ერთგულების, სულიერი და ფიზიკური გადარჩენის სიმბოლოდ ქცეულ დღეს – პასექის დღესასწაულს, ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამემამულეებს და მთელ ებრაელ ხალხს. ვუერთდები ებრაელი მეგობრების ზეიმს, ვუსურვებ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კახი კალაძე რამდენიმე დღეა საავადმყოფოშია, მას დიაგნოზი ვესტიბულოპათია დაუდგინდა.
პროფესორი ზურაბ ფაღავა: კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა, სახეზეა ვესტიბულოპათია











