გუნდთან, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, – ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის „ქართულ ოცნებაში” რიგითი ჯარისკაცია და სადაც გუნდს დაჭირდება იქ „იმსახურებს”.
„გუნდთან, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მე არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ერთადერთი პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება გახლავთ, რომლის წევრი და დამფუძნებელიც ვარ. შესაბამისად, ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა.
მე ასე წარმომიდგენია და ეს დამოკიდებულება მაქვს. მე თავს რიგით ჯარისკაცად ვთვლი და სადაც გუნდს დასჭირდება, სადაც ჩემს შესაძლებლობებს ჩემს ქვეყანას უფრო მეტად მოვახმარ, მზად ვარ, იქ ვემსახურო ჩემს ხალხს. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს ვემსახურებოდი და მომავალშიც ასე ვაპირებ.”, – ამბობს კახი კალაძე.











