fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები ამჯერად, გლდანის ხევისა და კონიაკის დასახლებაში გამართა

13:55 September 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
758
ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, კონიაკის დასახლებაში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე გაიმართა, თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.

აღინიშნა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად, ამავე მისამართზე ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ იგეგმება სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია, ამავე ქუჩაზე არსებულ გამწვანების ზოლთან ერთად, სადაც ასევე, ველობილიკი მოეწყობა.

„გლდანში უამრავი პროექტი განხორციელდა, თუმცა რაიონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. ჯერ კიდევ უამრავი ადგილია, სადაც ახალი სკვერის მოწყობა შეიძლება; უამრავია ისეთი ქუჩა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და სადაც წყალარინების ქსელია მოსაწყობი; სადაც ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. რა თქმა უნდა, გპირდებით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან შრომა და მუშაობა არ გვეზარება. კონიაკის დასახლებაში ვიწყებთ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობას, სადაც ველობილიკი და მწვანე სივრცე იქნება. ანალოგიური სივრცე მოეწყობა აქაც, როგორიც მოსკოვის გამზირზე გავაკეთეთ. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და ქალაქს ეს ყველაფერი ეტყობა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ პრობლემები მორჩა. ქალაქში პრობლემები და გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც 20-30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ზოგმა მეტი გააკეთა, ზოგმა ნაკლები, მაგრამ გულწრფელად ვამბობ – რაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ერთად ამდენი არავის გაუკეთებია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან კიდევ ერთი შეხვედრა გლდანის ხევში გაიმართა. თბილისის მერობისა და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე გლდანის ხევში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა კი ადგილობრივებს არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.

„გლდანულა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული უბანია. დასახლება 16 კორპუსისგან შედგება და ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ძალიან მეგობრული უბანია და მიხარია, რომ დედაქალაქის საკრებულოში ამ უბნის წარმომადგენელი ვიქნები. რაიონში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამას თქვენთან ერთად, აუცილებლად შევძლებთ. პირადად მე, მეამაყება, რომ კახა კალაძის გუნდის წევრი მქვია და ზუსტად ვიცი, რომ ამით მომავალშიც ვიამაყებ“, – აღნიშნა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

გლდანის ხევთან არსებული სკვერი რეაბილიტირდა. სამუშაოები, დაახლოებით, 5 200 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია