fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანის და დიდუბის გამგებლების კანდიდატურები წარადგინა

12:04 January 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დავით კვინიკაძე წარადგინა, კრწანისის გამგებლად – ბექა მიქაუტაძე, გლდანის რაიონში კი ლევან ნაროუშვილი. დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა.

„მინდა ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარვადგინო დავით კვინიკაძე, რომელიც აქამდე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის და ვაკელების საჭიროებებს.

ის არის ეკონომისტი, ბიზნესის და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. დავითს არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველ პროექტებში რასაც ვაკეთებთ პირადად იყო ჩართული.

კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძე, რომელიც აქამდე გლდანის რაიონს გამგებელი იყო. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებს მუშაობას კრწანისის რაიონში.

რაც შეეხება გლდანს, გლდანის რაიონში კი მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილი. განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო.

მინდა დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ლევანი მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი. სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ქალბატონ ირმა ზავრადაშვილის მოღვაწეობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია