ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში ზღვრი ვერ გადალახეს და მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იქნება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ მხარეებს შორის დიალოგი პოზიტიურად წარიმართება.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეეცდება ოპოზიციასთან დიალოგის წარმოებას. დღემდე არის მიდგომა, რომ რაც მმართველ პარტიას სჭირდება, ან დასავლეთი დაავალებს, იმას მიიღებენ, მაგრამ რასაც ქვეყნის შიგნით პარტიები ან სამოქალაქო საზოგადოება უკარნახებს ის ცალსახად იყო იგნორირებული.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კუჭავა ნამდვილად არის გამონაკლისი მმართველ პარტიაში, რომელსაც შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და დარწმუნებული გარ, კარგად ესმის ისიც, რომ კოდექსი არ უნდა იყოს ერთ პარტიაზე მორგებული,”- განაცხადა კუკავამ.











