fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა – ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში

12:40 August 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანში, რომელიც ღვინის მუნიციპალიტეტის სტატუსს ატარებს. აქ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა მცირე და საშუალო მეღვინეობა, 200-მდე მარანია. არის მრავალი მიმართულება როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმისთვის, რათა კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენი რეგიონები, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა და დაგეგმილია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულიად მოხდეს ამ მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ-ერთი ლენდმარკი გახდება მთლიანად კახეთისთვის, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

ტექნოპარკი რეგიონში ორია და მათ შორის, ერთ-ერთი არის გურჯაანში. ეს არის ცენტრი, სადაც ახალგაზრდობა იკრიბება და შეუძლიათ, საკუთარი მიდგომები და ინოვატორული იდეები, პროექტები განახორციელონ, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში.

მოხარული ვარ, რომ გურჯაანის მაჟორიტარის ინიციატივით, გურჯაანში იქნება ცნობილი კულინარიის უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ცოდნის მიღებას შეძლებენ.

მევენახეობა მდიდარია ტრადიციებით, თუმცა, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შემოღება და განვითარება, რათა შევძლოთ პოტენციალის ათვისება, რომელიც სრულიად საქართველოს გააჩნია – ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, საზღვრებს გარეთ უმაღლესი სტანდარტის პროდუქცია გაიტანოთ.

როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიხარია, რომ პრიორიტეტია 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რაც ზოგადად გამოწვევაა მთელი საქართველოსთვის.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი ჩქაროსნული გზა, ის, რაც დაგეგმილია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე – ოთხხაზიანი ჩქაროსნული მონაკვეთი. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას.

ვერავინ იტყვის, რომ გურჯაანელების ერთ-ერთი მთავარი თვისება შრომა და თქვენს ქვეყანაზე ზრუნვა არ არის.

მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ რეგიონის, ამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატს. ის არის ექიმი, რაც ნიშნავს, რომ იგი იზრუნებს თითოეულ ადამიანზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მერს ყოველდღიური შეხება ექნება თქვენთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართულობას. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ახალგაზრდებიც იაქტიურებენ. ჩვენ აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდება პირველივე ტურში”,- განაცხადა კუჭავამ.

თეგები: კახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

December 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

November 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

October 9, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია