fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახაბერ კუჭავამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

18:41 September 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ვიდეო ზარის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა.

ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას, წინა კვირაში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიესალმება გატარებულ რეფორმებს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპელ პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ კოლეგას ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წინადადებით მიმართა.

როგორც ჰაიდი ჰაუტალამ აღნიშნა, covid-19-ის ინფექციის პანდემიის გამო სადამკვირვებლო მისიების მივლინებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა, მან ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა და შესაძლოა, საქართველო გახდეს ის პირველი ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას გარემოს დაცვითი საკითხები წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გააქტიურდეს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და „Green Deal”-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოც აქტიური მონაწილე გახდეს.​

თეგები: ევროპარლამენტარიკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

December 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

November 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ევროპარლამენტარი: საქართველოსთან მიმართებაში უნდა ვიყოთ მკაფიოები, მაგრამ ფრთხილები, რადგან არ გვსურს მისი დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე

November 12, 2021
804

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია