„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები, არ არის ამისი დრო. რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 453 488, გარდაიცვალა 6 831 პაციენტი.











