სტიქია ახმეტის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერმა სეტყვა იყო კახეთის სამ მუნიციპალიტეტში.
წინასწარი ინფორმაციით, ვენახები და მარცვლეული კულტურა დაზიანებულია
ახმეტის მუნიციპლიტეტის ოთხ სოფელში, არგოხში, მაღრაანში და ფიჩხოვანსა მატანში. ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხდა.
უხვი ნალექის გამო, დაზიანებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის შიდა საუბნო გზები.
კიდევ რა ზიანი მიაყენა სტიქიამ მუნიციპლიტეტებს, ამ წუთებში ზუსტდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











