კახეთში, კორონავირუსი პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა.
სამართალდამცველი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია, თუმცა ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოში მუშაობს.
რამდენიმე დღის წინ, ის, საკუთარ სოფელში იმყოფებოდა. დაინფიცირებულს, იმ თანასოფლელებთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც მას ყურძნის მოსავლის აღებაში ეხმარებოდნენ.
მამაკაცის ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე, უცნობია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები, ეპიდემიოლოგებმა თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
ათეულობით პირს კორონავირუსზე კვლევისათვის, ბიოლოგიური მასალა უკვე აუღეს.
პოლიციელის ინფიცირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











