კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაინფიცირებული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან არის.
COVID – 19 მოქალაქეს PCR ტესტით დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები დამატებით დეტალებს აზუსტებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით 16 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











