კახეთში, კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კორონავირუსი, ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს გამოუვლინდა. კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც.
ვირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გორში გამართულ ქორწილში დაინფიცირებული პირის კონტაქტია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.
ველისციხეში ვირუსი გამოუვლინდა ასაკოვან ქალს, რომელსაც კონტაქტები აქვს თბილისში და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს ქალბატონი გახდა, რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული შემთხვევის წყარო.
რაც შეეხება სოფელ მატაანის შემთხვევას, გვაქვს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ვირუსი გადაედო, ქალბატონისგან, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, წყაროს ზუსტად დასადგენად და კონტაქტების გამოსავლენად- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ინფიცირებული პირები, უკვე გადაიყვანეს თბილისში, სპეციალურ კოვიდ კლინიკებში სამკურნალოდ. შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევა, სოფელ ველისციხეში, 9 სექტემბერს გამოვლინდა. ინფიცირებული პირის 7 კონტაქტიდან, ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











