კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ვირუსს 90 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ის მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადიოდა.











