კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, კოვიდ19-ით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მცხოვრები, ხანდაზმული მამაკაცი დაიღუპა. ის მკურნალობის კურსს, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადიოდა.
ექიმების განმარტებით, მას რთული თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი, დედოფლისწყაროს მკვიდრია.
70 წლის მამაკაცს, ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში მკურნალობდნენ. პაციენტი, სტაციონარში რამდენიმე დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კორონა ვირუსით, 24 პაციენტია გარდაცვლილი.
ბოლო 12 საათში, კახეთში, კოვიდ- 19- ის 139 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების რიცხვი 2923- მდე გაიზარდა.
ვირუსის ყველაზე მეტი, 847 შემთხვევა თელავში ფიქსირდება. სექტემბრიდან დღემდე, 846 კოვიდპაციენტი გამოჯანმრთელდა
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











