კახეთში კოვიდ ტაქსები აე.წ სანიტარული მანქანები, კოვიდ სასტუმროებთან დგანან და საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, იდეა კახეთში დაიბადა.
„მომსახურებაში ჩართვის მსურველებს, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი კონტრაქტები უკვე დაუდო.ესენი არიან, კერძო მფლობელები, რომლებიც თანახმა არიან, გარკვეული საფასურის თანახმად, პაციენტი გადაიყვანონ. ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, შევშველებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რადგან 112 ძალიან დატვირთულია. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და თუ ექიმი თვლის, რომ პაციენტი გადასაყვანია, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვით, ტაქსი მოქალაქეს ემსახურება. ამ წამოწყებას სხვა რეგიონებიც გამოეხმაურნენ და კახეთში დაბადებული იდეა, ალბათ ყველას გამოადგება“, – განაცხადა შიოშვილმა.
მთლიანად რეგიონში, კორონა ვირუსის უკვე 2189 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან აქტიური მკურნალობის რეჟიმში 1685 მოქალაქეა.
124 პირი კოვიდ კლინიკაში მკურნალობს.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











