რამდენიმე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
69 წლის ანზორ პეტროსიანი, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პეტროსიანი სოფელში, ბოლოს 15 თებერვალს ნახეს.
ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მის კვალს ვერსად მიაგნეს, რის შემდეგაც, მამაკაცის დაკარგვის შესახებ, სამართალდამცავებს შეატყობინეს.
გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ძებნის პროცესში, პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











