კახეთში, კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 2 ინფიცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა შემთხვევის კონტაქტები ზუსტდება.
„ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის მატანში, ქორწილის კლასტერიდან, ის იყო თვითიზოლაციაში. ერთი შემთხვევაა ლაგოდეხში, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა სიღნაღში, გამოვლენილი პაციენტები არიან ქალბატონები, რომელიც გამოვლენილია გეგმიური ტესტირების შედეგად. ეს შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოში და წყარო არის დაუდგენელი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ყველგან, სადაც კოვიდ- 19 გამოვლინდა. რაც შეეხება გურჯაანის, 63 კონტაქტს, ყველა პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
კოვიდინფიცირებულ პირებს უახლოეს საათებში, სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
ტესტირება გრძელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც სამედიცინო პუნქტი, 14 სექტემბერს განთავსდა.
ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის, ეტაპობრივად იგზავნება.
ხვალისათვის, კახეთში, 520 პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 28 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











