fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კალაძე: არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებული

17:53 September 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი სატელევიზიო არხის – „მთავარის“, „ფორმულას“, „კავკასიის“ და „ტვ პირველის“ საერთო ეთერში, დებატებში მონაწილეობის შეთავაზებაზე. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ოთხი სატელევიზიო არხის დებატებში გიორგი გახარიას, ნიკა მელიას და თავად კახა კალაძის მონაწილეობას ეხებოდა.

„არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზად არის თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან დებატებისთვის ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, თითქოს მას ეშინია, კალაძემ უპასუხა: „კი, აი, შიშით ფეხი მიკანკალებს, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს. მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ იყვნენ წარმოდგენილი“.

რაც შეეხება კონკრეტულად მის ოპონენტებს – გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას, კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან თბილისის მერობის სხვა კანდიდატებისგან.

„პირადად ჩემთვის, არაფრით არ განსხვავდებიან ესენი სხვებისგან, არც რეიტინგებით და არაფრით, არც თავიანთი წარსულით, არც აწმყოთი და არც მომავლით“, – განაცხადა კალაძემ.

თეგები: 2021 წლის არჩევნებიკახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია