თბილისის მერი, კახა კალაძე ყველას, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს მაცხოვრის შობას. ამაღამ ბევრი თბილისური ოჯახი ზეიმობს სიკეთის, იმედისა და სიყვარულის დღესასწაულს. შობა-ახალი წლის საზეიმო განწყობა გვავიწყებს ამ მძიმე წლის პრობლემებს, გვათბობს და გვამხნევებს. ვულოცავ ყველას აქ – დედაქალაქში და ჩვენი ლამაზი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში! აგრეთვე, ვულოცავ ჩემს მეგობრებს უკრაინასა თუ იტალიაში, ამ ყველასთვის საყვარელ ზეიმს! სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე. გილოცავთ!”, -წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.











