„ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. მინდა, ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევში, მაჟორიტარი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის დროს განაცხადა.
კალაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა ძალებმა პროვოკაციების მოწოყობა სცადონ.
„მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო, კონკრეტული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ, როგორც მათ სჩვევიათ არჩევნების წინ და მინდა გთხოვოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს. პირიქით, მშვიდად, დინჯად, როგორც ეს სჩვევია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ზუსტად ასეთი სიმშვიდით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი, პარტიული ან კანდიდატის გამარჯვება იქნება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიამრთება.











