პატივს მივაგებ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ბოროტება არ უნდა დაგვავიწყდეს, რათა არასდროს დავუშვათ მისი გამეორება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ვუერთდები და ამ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ვაგებ. ბოროტება არ უნდა დავივიწყოთ, რათა მას დაბრუნების საშუალება აღარასოდეს ჰქონდეს“, – წერს კახა კალაძე.
1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს. გაერომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 27 იანვარი გამოაცხადა.











