დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს, ასევე ტურისტზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.
ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, – აცხადებს კალაძე.
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. მათ ბოთლებს და ჯოხებს ესროდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:











