დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა მოქალაქეებს, მათ შორის ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას და ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.











