კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატი გახდა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ცნობისთვის, მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის კუთხით, აშშ პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა.











