fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კალიურანდი: პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებულია ქართველი ხალხი

21:26 September 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
839
ნახვა

პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დამტკიცებულ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

„პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტების ინტერპრეტირებას საკუთარ ინტერესებში. ეს ანგარიში მოამზადა ჩემმა კარგმა კოლეგამ, სვენ მიქსერმა, რომელიც ასევე ესტონელი გახლავთ, ჩვენ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ის ასევე გახლავთ ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. მე მივულოცე სვენს, რადგან ეს ძალიან დაბალანსებული ანგარიშია. პარლამენტში ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც ელექტორატი დღეს და ხვალ აიტაცებს, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ უფრო ფართო სურათს. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და გვინდა, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, უნდა გვახსოვდეს უფრო ფართო სურათი და ეს არის ქართველი ხალხის, ერის ევროპული მისწრაფება. ერთადერთი, ვინც ამ ანგარიშით სარგებელი მიიღო, არის ქართველი ხალხი. ეს ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ მისწრაფებებში.  ხალხს უნდა ესმოდეს, რატომ არის კარგი რეფორმები. რეფორმებს ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის არ ატარებენ. რეფორმები საჭიროა, რათა საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასე რომ, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი“, – განცხადა კალიურანდმა.

თეგები: გაეროს კვლევასაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

May 26, 2021
796
პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

May 25, 2021
803
პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს გულშემატკივრებსა და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

May 18, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია