აშშ-ს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპისა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერერის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
ინფორმაციას usatoday-ი ავრცელებს.
„ყველამ მოუსმინა ამ სატელეფონო საუბარს?რა თქმა უნდა, ეს იყო სასოწარკვეთილების ხმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების აშკარა ბოროტად გამოყენება“,- განაცხადა კამალა ჰარისმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა არჩევნების შედეგები შეიცვალოს.











