საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი გასროლის დროს გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხები იტყობინებიან.
CNN-ის ინფორმაციით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში დონალდ ტრამის მხარდამჭერები შეიჭრნენ. მიმდინარეობს პოლიციასთან შეტაკებები. კონგრესის ორივე პალატამ სხდომები შეწყვიტა. შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია მოხერხდა.
მედიის ცნობით, კონგრესმენმა საშველად ეროვნულ გვარდიას უხმო და შენობის გასუფთავება მოითხოვა, თუმცა პენტაგონმა უარით უპასუხა.
ვაშინგტონის მერმა, არეულობის გამო კომენდანტის საათი გამოაცხადა.











