ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
„კაპიტოლიუმზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული იყო. თავდასხმა განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა წააქეზა. ეს იყო აშშ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი, რომლის მონაწილეებიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბაიდენის შტაბმა გამოაქვეყნა.











