„კარგი იქნება, თუკი ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის. მას იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი. სერიოზულობასთან დაკავშირებით, გვაქვს პრეტენზიები და არა მხოლოდ მეგრელიშვილთან, მაგრამ თუ მას აქვს მოსაზრებები, მას რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ კანონის სახეს მიიღებს. ამ ქვეყანაში კანონების შემოქმედი პარლამენტია”, – მის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
„პოლიტიკური პარტია, ვინც ნაბიჯს გადადგამს, ამომრჩევლის სურვილს შეასრულებს და საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას მოემსახურება, ისტორიის წინაშე მართალი იქნება.
ისტორია დაგვანახებს, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, შეფასება იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე იქნება გაკეთებული, რომელსაც ურთულეს ეტაპზე ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს”, – დასძინა გია ვოლსკიმ.










