fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება – დავით ზილფიმიანი

18:00 February 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
858
ნახვა

დამარბიეს, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ამ დარბევას, ჩაჩეხეს, დალეწეს, გვცემეს, გამოგვტყიპეს, ზარალი დათვალეს იმდროინდელმა ექსპერტებმა, კაპიკები და მორჩა. იმის მერე დავდივარ კარდაკარ, ვის არ ვეკითხები, ეს საქმე ხომ უნდა მისულიყო სასამართლომდე, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ გხედავთ, თქვენც ბატონო მინისტრობის კანდიდატებო და თქვენც ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო და თქვენც, ვისთან ერთადაც იმ ქარცეცხლიან დღეებში 2012 წელს თანამებრძოლები ვიყავით და ვაკეთებდით. რისთვის ვაკეთებდით ამას? როდესაც დაიწყო იმ საზარელი კადრების ჩვენება „ტვ-9“-მ, რომელსაც მაშინ მე ზუსტად ისე ვავრცელებდი, როგორც ნაციონალურ ტელევიზიებს, ყველას ერთნაირი კონტრაქტით, იმას, რასაც დღესაც ვაკეთებ, ადგნენ და დამარბიეს და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ამ დარბევას. ჩაჩეხეს, დალეწეს, გვცემეს, გამოგვტყიპეს. ზარალი დათვალეს იმდროინდელმა ექსპერტებმა, ისიც კაპიკები და მორჩა. იმის მერე დავდივარ კარდაკარ, ვის არ ვეკითხები კაცო, ეს საქმე ხომ უნდა მისულიყო სასამართლომდე? ქალბატონმა მაიამ, იმდროინდელმა თბილისის პროკურორმა თქვა, ბატონო დავით, მე ექვს თვეში დავამთავრე და უკვე ინკრიმინირებულები იყვნენ ადეიშვილი და ბეჟუაშვილიო, მთავარი მოქმედი ფიგურები, ხელი აქვს დადებული და ყველამ იცის ეს. რას იცავს ეს პროკურატურა, ბეჟუაშვილს, გამაგებინეთ ერთი? და საერთოდ, ეს ცხრა წელი, ცხრა წელი ერთი, ცხრა წელი მეორე, ეს სიცოცხლე რამდენი წლისგან შედგება. ბევრი მეკითხება, უი, ცხრა წელიაო „სტერეოს“ საქმე ჯერაც პროკურატურაშიაო. მე ეჭვები მიჩნდება კორუფციის. დიახ, თქვენ უნდა ამტკიცოთ ბატონო პროკურორებო, რომ არ ხართ კორუმპირებულები, რადგან ცხრა წელი თუ არ მოგაქვს, შენზეა უკვე მტკიცებულების ტვირთი. რას ჰგავს ეს? კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება. ეს ის დავით ბეჟუაშვილია, ათეულობით ადამიანი რომ ჩახოცა შახტებში და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელიაო, ვიდრე ინვესტიცია განახორციელოს ვენტილაციის. ვერ გავიგე, რატომ არ არის წითელი ცირკულარი ადეიშვილზე, რომელსაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

თეგები: დავით ზილფიმიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ყველამ ყველაფერი უნდა ჩაატაროს – ზილფიმიანი „პრაიდზე”

June 29, 2021
785
პოლიტიკა

არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით, აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო – დავით ზილფიმიანი

June 21, 2021
770
პოლიტიკა

თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხებს შეიძლება, გაუცვდეთ – დავით ზილფიმიანი

May 25, 2021
996

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია