fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მართლმსაჯულების სისტემაში დაანონსებული რეფორმის შესახებ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ერთობლივ წერილს ავრცელებენ

20:03 May 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჰარცელისა და დეგნანის წერილში სასამართლოს რეფორმაზეა საუბარი.

„პირველ რიგში გვინდა, მივესალმოთ თქვენ მტკიცე მზაობას მედიაციის შედეგად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ძირითადი რეფორმების პროცესში ოპოზციის ჩართულობის შესახებ. თქვენი როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედიაციის შეთანხმებაში, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღებაზე. პარტიები შეთანხმდნენ, რომ შეჩერდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი და მიიღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებით რეფორმას, რაც მოიცავს დანიშვნებს, შეფასებებს, დაწინაურებას, გაცვლას და სადისციპლინო ზომებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა სიღრმისეული სასამართლო რეფორმა გაატარონ, ინკლუზიური პროცესის საშუალებით და გაითვალისწინონ საერთაშორისო რეკომენდაციები, მხარი დაუჭირონ ამ რეფორმების შესრულებას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება დანიშნული პირების მიუკერძოებლობას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

მედიაციის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტების განსაზღვრაში. ეს შესწორებები სასარგებლო იქნება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების გათვალისწინებით, მათ შორის ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრებების გათვალისწინებით.

ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე. მართლაც, ორივე შემთხვევაში დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა იქნება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ნდობის გაუმჯობესების გულწრფელი გამოხატულება. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, უზრუნველვყოთ საერთაშორისო კონსულტაციები და მხარდაჭერა, როგორც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მათ შორის რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას.

19 აპრილის შეთანხმების მხარეები ვალდებულებას იღებენ, კეთილსინდისიერად შეასრულონ ხელშეკრულების პირობები, რაც გულისხმობს ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღებას, ფართო, ინკლუზიური და პროცესში მხარეების ჩართულობით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და შესაბამისად, გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას, შემოიღოს შეფასების გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი სისტემა, მოსამართლეთა და სასამართლო მუშაკების დაწინაურება-გადაყვანის კუთხით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ დისკუსიაში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი და ოპოზიცია.

წინასწარ გიხდით მადლობას 19 აპრილის მედიაციის შეთანხმების სულისკვეთების დაცვისთვის. თქვენ მცდელობას, დისკუსიებში პარლამენტის წევრებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზე არსებითი მნიშვნელობა ექნება მედიაციის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს საკითხებს ეხება“, – აღნიშნულია წერილში.

თეგები: კარლ ჰარცელიკელი დეგნანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, რომლებიც ასე ბევრს შრომობენ, რათა საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია – აშშ-ს ელჩი

December 30, 2021
775
პოლიტიკა

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება – ჰარცელი ლავროვის განცხადებაზე

December 3, 2021
815
პოლიტიკა

რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება -კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

December 2, 2021
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია