კარლ ჰარცელი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
„როგორც იცით, სპეცწარმომადგენელი (კრისტიან დანიელსონი) ამ დრომდე თბილისში რჩება და ცდილობს სხვადასხვა მხარესთან იმუშაოს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ არ გვაქვს გამოსავალი მოძებნილი. დიდი ხნის განმავლობაში ვართ ფასილიტაციის პროცესში, თითქმის 4 თვეა.
ვფიქრობ, კარგი ამბავი ის არის, რომ განსხვავებული მხარეები ამ დრომდე არიან ჩართულები პროცესში. ეს ძალიან რთული საკითხებია. გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მხარეებს ეკისრება. ვიმედოვნებ, რომ შემდგომი ძალისხმევით მხარეებს შორის შეთანხმება შედგება“, – განაცხადა ჰარცელმა.










