ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა მანამ არ დაიწყება ვიდრე კვლევა არ ჩატარდება.
„ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება“, – განაცხადა ნათია თურანავამ ქუთაისში რიონის ხეობის „მცეველeბის“ ხუთწუტიან შეხვედარზე.
ავტორი: კესო მოლაშხია










