კათოლიკური ეკლესია 4 აპრილს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
“პანდემიის პირობებში აღინიშნება, თავად რომის პაპიც სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს. თუმცა, ეს მაინც ვერ ანელებს ქრისტეს აღდგომით მოგვრილ სიხარულს – სწორედ ამგვარი განწყობა იყო თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სადაც სააღდგომო ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელმა, ზვიად ტყაბლაძემ. ლიტურგიას ესწრებოდნენ სააგენტოს წარმომადგენლები, სოსო ფარულავა და კოტე ჩრდილელი.











