აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს და განმარტავს, თუ რატომ არ ერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმეში.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ვხვდები რამხელა ტკივილს განიცდის ოჯახი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით რომ FBI არის სამართალდაცვი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებში და მათი იურისდიქცია ვრცელდება აშშ-ზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას პროცესებში, ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქე არის საკითხში ან ამერიკული ინტერესია საკითხში,“- განაცხადა კელი დეგნანმა.











