პარტია „გირჩის“ წევრებს შორის წარმოშობილი დავის შემდეგ, ვის დარჩება სახელი „ გირჩი“, ჯერჯერობით, უცნობია. ამ საკითხის გადასაწყვეტად, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაპირისპირებაში მყოფ თანაპარტიელებს სოციალურ ქსელში კენჭისყრის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებას პარტიაში მხარს არ უჭერენ.
როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
„ამ თემაზე მედიასთან ურთიერთობა ჩვენ დავასრულეთ. თქვენ შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და ჯგუფებში. კომენტარს არ გავაკეთებთ, სანამ შიგნით არ გავერკვევით. ზურამ რაც დაწერა, ეგ რომ მოხდეს, ჩვენ ფიზიკურად არ ვიცით, როგორ უნდა განხორციელდეს.
უნდა ვიცოდეთ, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის აღსრულება. მე რომ ახლა რამე გითხრათ, შეძლება აღმოჩნდეს სისულელე, რადგან ხვალ სხვანაირად გადავწყვიტოთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, კენჭისყრის საშუალებით „გირჩის” სახელის მიკუთვნებას მიესალმება თუ არა, მეგრელიშვილი გვპასუხობს:
„არა, არ მივესალმები. ბევრ რამეს სხვას არ მივესალმებით, თუმცა ამაზე საუბარი არ შეიძლება და ნაადრევია და არც ზურას მხრიდან არის სწორი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
ნახეთ სტატია- „ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი“ – ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზება ყოფილ თანაგუნდელებს










