ხანძარია მარტვილის სოფელ ტალერში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროს და ავეჯის ქარხანას უკიდია.
ცეცხლი აქ დღის პირველ საათზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.
ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.
ავტორი: თეა შონია










