ქუთაისში ატრაქციონის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩენილი იყო ხანძარი.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











