ხანძარი იყო თბილისში. ცეცხლი სულხან ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აივანზე გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.









