ხანძარია ვარკეთილის დასახლებაში. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ამ წუთებში სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებულები.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთი ბინის აივანზე გაჩნდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ზედა სართულიდან ჩამოგდებული ანთებული სიგარეტი გახდა.
„ბინის მეპატრონე მაღაზიაში იყო ჩასული და სახლში რომ დაბრუნდა, ცეცხლი დახვდა“ – უთხრეს „პრაიმტაიმს“ მეზობლებმა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება











