უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 11. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ხანძრის დროს შენობაში 33 ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში ცეცხლის გაჩენა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია.










