ხაშურში, გომის გზაზე მაზდის მარკის მსუბუქი მანქანა, ფეხით მიმავალ მოქალაქეს დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქვეითი თურქეთის მოქალაქე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
ავტორი: თათია გოლოშვილი











