„ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება არჩევნების ჩატარების საკითხზე აუცილებლად უნდა შედგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ეს რაუნდი შედგება, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, შედგა თუ არ შედგა შეთანხმება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს, არის ახალი არჩევნები, რომლის ფორმები, დეტალები და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს მოლაპარაკების საკითხი.
ასევე, მნიშვნელოვანია დანარჩენი საკითხები, ოღონდ არჩევნების გარეშე, ბუნებრივია, არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება უბრალოდ არ შედგება. აი, ეს არის მოცემულობა. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ისევ მესამე რაუნდზე, რომელსაც ველით, რომ უკვე მალე, სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.











