მარნეულში „ქართული ოცნებისა“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, ოპოზიციის სამი წარმომადგენელი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ვითარების განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობენ.











