ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში. ცენტრალურ გზაზე მოძრავი ტოიოტას ფირმის მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











