ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ამ დრომდე გრძელდება მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.
მათგან ამ დრომდე არც ერთი არ არის ნაპოვნი.











