„ოპონენტებმა მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არცერთი მხრიდან“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხდა.
როგორც იგი ამბობს, ოპოზიციის ქუჩაში დგომა ქვეყნისთვის დსკომფორტია.
„დროა, აიღონ ეს ვალდებულება და შეასრულონ ის პასუხისმგბელობა, რომელიც მოქალაქეებმა გადასცეს ამ მანდატით. ვეთანხმებით მთელ დემოკრტიულ სამყაროს, რომელიც მათ ამას მოუწოდებს. ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა ეს არის დისკომფორტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ პარამენტში შესვლისკენ. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ჯერ უფლებამოსილების ცნობის პროცედურა მიმდინარეობს. არ არის დასრულებული. დღეს 14 პარტიული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არცერთი მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.










