საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
„სარეაბილიტაციო გზა, გორის მუნიციპალუტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.
მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.











